ღვინის ინდუსტრია
სერვისები / ღვინის ინდუსტრია
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ღვინის დაყენების 8000 წლის უწყვეტი ისტორია გააჩნია. გარდა ამისა, მეღვინეობა საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და კულტურის საფუძველს. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, ღვინომ მოიპოვა განსაკუთრებული მნიშვნელობა და ის წარმოადგენს სულიერი განახლების სიმბოლოს. ღვინის დაყენების უძველესი მეთოდის თავისებურება, კი გულისხმობს ღვინომასალის თიხის ჭურჭელში (ქვევრში) დადუღებას.
,,აქტოს ჯგუფის” ერთ–ერთი ძლიერი მიმართულებაა ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოება. კომპანია აწარმოებს ღვინოს ქართული ტრადიციული ყურძნის ჯიშებისაგან, როგორიცაა: რქაწითელი, მწვანე, ქისი, ხიხვი, ციცქა, ცოლიკოური, საფერავი, ალექსანდროული, მუჯურეთული, უსახელოური და სხვა. ასევე აწარმოებს ქართულ ბრენდის და ქართულ მაღალ ალკოჰოლურ სასმელ ჭაჭას. დღევანდელი მდგომარეობით კომპანიის სახელზე 25-ზე მეტი დასახელების ალკოჰოლური სასმელი გვხდება, რომლებიც გამოირჩევა თვისობრივი მახასიათებლებით.
ჩვენი მეღვინეობის ფილოსოფია საზრდოობს ქართული კულტურული მემკვიდრეობით, ტრადიციისა და გამოცდილების თანამედროვე ტექნოლოგიებთან სინთეზი კი უმთავრეს მიზნად ჩამოყალიბდა. ჩვენ კონცეფცია დაფუძნებულია დარგის ძლიერ პროფესიონალებზე, საერთაშორისო ტექნოლოგიებზე და მაღალ ხარისხზე, წარმოების ციკლში. კომპანიის მიზანია აწარმოოს მაღალი ხარისხის პროდუქცია, როგორც ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული ასევე ევროპული მეთოდით. მეღვინეობა, რომელიც მდებარეობს 52 000 მ2-ზე ფართობზე, საქართველოს ძირითადი მეღვინეობის რეგიონში, კახეთში, ორიენტირებულია აწარმოოს საშუალო და პრემიუმ სეგმენტის მაღალი ხარისხის პროდუქცია. კომპანიის მფლობელობაში არსებული 61 ჰექტარი ვენახი, რომელიც გაშენებულია ქინძმარაულის მიკროზონაში იძლევა უმაღლესი ხარისხის ღვინის ჩამოსხმის შესაძლებლობას. თანამედროვე ლაბორატორიით, იტალიური ცისტერნებით და საწარმოო დანადგარებით აღჭურვილი მეღვინეობა, სრული დატვირთვის პირობებში 2500 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებს.
მეღვინეობის სანახავად გთხოვთ იხილოთ ბმული –winerybediani.ge