აქტო ფარმა

სერვისები / აქტო ფარმა

АСТО Pharma წარმოადგენს ACTO ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც არის უმსხვილესი ამერიკული ბრენდების NOW Foods ® და ChildLife Essentials®-ის ოფიციალური წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი). Acto Pharma მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ვიტამინების, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების, მაღალი ხარისხის ბუნებრივი და დიეტური საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტის. მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს პრევენციულ მედიცინას და მიაწოდოს კავკასიის რეგიონის  მომხმარებელს, მსოფლიოში ცნობილი და ყველაზე მოთხოვნადი, უმაღლესი ხარისხის კვებითი დანამატების, მზარდი და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, რომელიც პასუხობს ჯანმრთელობისა და სილამაზის თანამედროვე სტანდარტებს ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის (0 ასაკიდან).

ჩვენი ექსკლუზიური ბრენდები:

NOW® Foods – 1968 წლიდან წარმოადგენს ლიდერ კომპანიას ბუნებრივი პროდუქტების წარმოების ინდუსტრიაში და აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქციას სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის, სპორტულ საკვებ პროდუქტებსა და შინაური ცხოველების ჯანმრთელობისთვის საჭირო საკვებ დანამატებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში გადანაწილებულ საწარმოებში. NOW® Foods მომხმარებელს სთავაზობს 1400-ზე მეტი დასახელების მაღალი ხარისხის, ნატურალურ და ხელმისაწვდომ პროდუქტს.

ChildLife Essentials® დაარსდა პრაქტიკოსი ექიმი-პედიატრის,  მურეი კლარკის მიერ 2000 წელს, აშშ-ში. კომპანიის მისიას წარმოადგენს ხელი შეუწყოს პრევენციული მედიცინის განვითარებას, კვებითი ხარვეზების შევსებასა და პროფილაქტიკური ღონისძიებების დანერგვას ბავშვთა ასაკში,  ვინაიდან ეს მნიშვნელოვანი პერიოდია ადამიანის ზრდა-განვითარება, ჩამოყალიბების თვალსაზრისით, რაც რეალურად განსაზღვრავს ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობას მთელი ცხოვრების მანძილზე. აწარმოებს უმაღლესი ხარისხის კვებით დანამატებს სპეციალურად ჩვილებისა და ბავშებისთვის. საკვები დანამატების შემადგენლობა დაბალანსებული და სრულად მორგებულია კვებით გაიდლაინებს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

კომპანია მკაცრად იცავს ხარისხის კონტროლის ყველა ეტაპს და გააჩნია მზარდი და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, რომელიც პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს პედიატრიაში.

ACTO PHARMA-ს ონლაინ პლატფორმას წარმოადგენს www.vitamarket.ge სადაც ჩვენს მომხმარებელს ეძლევა საშუალება გაეცნოს და შეიძინოს სასურველი პროდუქტები მარტივად და ისარგებლოს ადგილზე მიტანის სერვისით. (თბილისის და საქართველოს მასშტაბით)