განსხვავებები ქარხნულ და საოჯახო ღვინოებს შორის

ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს. მსოფლიოში, განსაკუთრებით საქართველოში, ყოველთვის იქნება დავა მაინც რა წარმოების ღვინოა უმჯობესი – ქარხნული თუ საოჯახო ? 

რა არის საოჯახო ღვინო? ეს არის მცირე საოჯახო მარანში დამზადებული ღვინო, რომელსაც ადამიანები უმთავრესად საკუთარ ვენახში დაკრეფილი ყურძნისგან ქმნიან. ასეთი ღვინო ძირითადად ნატურალურია, რადგან ხშირად მცირე საოჯახო მარნის მფლობელს არ გააჩნია სათანადო ტექნოლოგიები, რათა ღვინო სხვადასხვა ნივთიერებებით გააჯეროს ფერზე ან არომატებზე გავლენის მოხდენის მიზნით.

ქარხნულ ღვინოს აქვს თავისი ხიბლი, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები ეხმარება ღვინოს გემოვნური თვისებების დახვეწაში. გარდა ამისა, ქარხნებში მუშაობენ ღვინის ტექნოლოგები – სპეციალური უმაღლესი ცოდნით აღჭურვილი პირები, რომლებისთვისაც ღვინო არის სამეცნიერო საგანი. მცირე საოჯახო ტიპის მარნებში კი ძირითადად ტრადიციული ცოდნით აღჭურვილი ადამიანები არიან დასაქმებულები.

საქართველოში დამზადებული ქარხნული თუ საოჯახო ღვინო, რა თქმა უნდა, განსხვავდება სხვადასხვა ნიშნი, როგორიცაა დამზადების ტექნოლოგიები, აღჭურვილობები და ასევე ტრადიციები. საბოლოოდ, გადამწყვეტი ფაქტორი არის მომხმარებელს მოსწონს თუ არა ღვინო და უდაოდ, ორივე ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოს ყავს თავისი ერთგული მომხმარებელი. განსხვავება ქარხანაში, ევროპული ტექნოლოგიით თუ საოჯახო ტიპის ქვევრში დამზადებულ ღვინოებს შორის არის მეორეხარისხოვანი, როდესაც იცნობ ღვინოს და მეღვინეს და გაქვს ნდობა პროდუქტის მიმართ.

კომენტარის დატოვება