რა არის ერთიანი ღვინის ბაზარი?

ჩვენი ქვეყანა, კულტურული მევენახეობის უძველესი კერა არის. აქ ღვინის ისტორია ადრეულ ხანაში დაიწყო და ამის დამადასტურებელი ფაქტები მრავლად ვლინდება. სწორედ ამიტომ, ჩვენს ქვეყანაში ღვინოს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური, პოლიტიკური, თუ სხვადასხვა ასპექტებით.

რეგლამენტი “ერთიანი ღვინის ბაზრის შესახებ” მიღებული იქნა 1999 წლის 17 მაისს. მისი ძირითადი მიზანია უზრუნველყოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოთხოვნა- მიწოდების დაბალანსება და ღვინის ბაზრის კონკურენტუნარიანობის ზრდა. რეგლამენტი მწარმოებლებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ გაფართოებული ბაზრით და შესაბამისი ხელსაყრელი პირობებით.

კომენტარის დატოვება